- ევროგაერთიანების დიფერენცირებული ინტეგრაცია
- დიფერენცირებული ინტეგრაცია გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც წევრი სახელმწიფოების ინტეგრირება ხდება სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიზნებით ეს განასხვავებს მას იმგვარი მონოლითური გაერთიანებისაგან, რომელშიც ქვეყნები თანაბარი სიჩქარით მიიწევენ ერთი და იმავე მიზნისაკენ. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ დიფერენცირებული ინტეგრაციის ცნებამ პოლიტიკური გამოხატულება პოვა ევროგაერთიანებისა და ევროკავშირის ხელშეკრულებაში დამატებულ ისეთ დებულებებში, რომლებიც დაკავშირებულია გაღრმავებულ თანამშრომლობასთან.Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003
Georgian encyclopedia. 2013.